Monday, 17 July 2017

მეცხრე დღე

გასრულდა ესე ამბავი...ჯგუფის ყველა წევრმა წარადგინა თავისი პროექტის გეგმის პრეზენტაცია და თითოეული ძალიან მომეწონა. წარმატებას ვუსურვებ ყველას და განსაკუთრებით ბატონ დავითს. მადლობა მას ასეთი გულისხმიერების და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.

Saturday, 15 July 2017

დღე მერვე

დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი. დღეს თავი მოვუყარეთ ნასწავლს, თუმცა სიახლეებიც იყო: ბლოგზე ვიდეოების და პრეზენტაციების განთავსება და ა.შ. ვემზადებიტ პრეზენტაციისთვის...

Thursday, 13 July 2017

დღე მეშვიდე

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესო საკითხებს განვიხილავთ. დღეს ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა, საქაღალდის გაზიარება დრაივიდან ბლოგზე...

Sunday, 9 July 2017

დღე მეექვსე

   დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული იყო. დათო მასწავლებელმა ისაუბრა გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიაზე; გავიარეთ iq-test.cc ინტელექტუალური ტესტი.ასევე ვისწავლეთ სურათების ერთ სურათზე დატანა, ვიდეობიდან სურათების ამოჭრა, დრაივში საქაღალდეების გაზიარება...

Thursday, 6 July 2017

დღე მეხუთე

 უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე დღეს... საავტორო უფლებების შესახებ ვისაუბრეთ და შევავსეთ კითხვარი, ასევე ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა, სურათის და ვიდეოს ჩასმა; გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების სამი ფორმა; კიდევ პრეზენტაციის გაკეთება პოვერპოინტში, ასევე ვისწავლეთ რუკების გამოყენება ...

p.s. ნეტავი ხომ არ გამომრჩა რამე?!

Sunday, 2 July 2017

დღე მეოთხე

მიუხედავად აუტანელი სიცხისა, დღემ საინტერესოდ ჩაიარა;ვისწავლეთ კითხვარის შედგენა, დაჯგუფების მეთოდები და კიდევ ბევრი რამ...

Tuesday, 27 June 2017

დღე მესამე

დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება, ძალიან ბევრი დავალებები გვაქვს... 

Sunday, 25 June 2017

დღე მეორე

 სასიამოვნოდ დავიღალე... ნაყოფიერი დღე იყო ძალიან. ახლის გაგება და შესწავლა ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს და ეს დღეც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი... განსაკუთრებით მომეწონა ესგ-ს პორტალის მისამართის გაგება (ncp.ge), რომელიც თითქმის ყოველდღე იქნება ჩემს მიერ გამოყენებული.
 ძალიან პოზიტიური პიროვნებაა ბატონი დავითი, ძალიან სასიამოვნო გარემოს გვიქმნის, რაზედაც დიდი მადლობა მას.